სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 - ახალქალაქის, ხოლო 1 - ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ავტოპარკის სამედიცინო ეკიპირება მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილს პირადად გააცნო.

„ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოთხი სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო ერთი - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი