თორნიკე რიჟვაძე ბათუმში დაკავებებზე - თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია

თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს.

"რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობით. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი. კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი",- განაცხადა რიჟვაძემ.

იხილეთ ვიდეო: თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია - თორნიკე რიჟვაძე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა