ადვოკატი - ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს, - ეს განცხადება ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი განმარტებით, გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და "იაფი სახლის" პროექტის მშენებლობის დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონია.

"ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი, მხოლოდ დაკავებაა. ის ამბობს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოს წარვუდგენთ და დადასტურდება მისი უდანაშუალება. კომპანია რამდენად იყო ყალბი დოკუმენტებით - გიორგის ერმაკოვისთვის არ იყო ცნობილი, ფაქტიურად მას ამ კომპანიის დოკუმენტებთან ხელი არ მიუწვდებოდა. ვინ იყო პასუხისმგებელი ჯერ ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ჯემალ კიკნაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა