ადვოკატი -  დაკავებული აჭარის ფინანსთა მინისტრის  მოადგილე და ბათუმის შესყიდვების სამსახურის უფროსი კომპანიის მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ

არჩილ ვანაძე და ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებენ",- ამის შესახებ ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორთან ბრალდებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ბრალდებულებმა განუმარტეს, რომ 2015-16 წლებში ბათუმის მერიაში კონკრეტული ტენდერი, რომელიც "იაფი სახლის" მშენებლობას ითვალისწინებდა კანონის ფარგლებში შედგა. რაც შეეხება ბრალეულობას, დაკავებულები პასუხისმგებლობა კომპანიას აკისრებენ.

"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებენ. დოკუმენტებზე პასუხმგებელი ყველა იყო, თუმცა ამტკიცებენ, რომ ტენდერი კანონის შესაბამისად გამოცხადდა და ჩატარდა, დოკუმენტებიც შესაბამისად შემოწმდა. ისინი კომპანიის მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ",- განაცხადა რამინ პაპიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა