ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























