ნანა კოსტავამ, რომელმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაავრცელა, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ნანა კოსტავამ, რომელმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაავრცელა, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ნანა კოსტავას მიერ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გავრცელდა.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას წინ უძღოდა ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. ჟურნალისტებმა ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველი განცხადებები დაგმეს და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ნანა კოსტავამ, რომელმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაავრცელა, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა