თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

1-ელი ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. „ენერგო პრო ჯორჯიას “ ინფორმაციით, სამუშაოების დროს გაირეცხება ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავები, რაც დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. გარეცხვითი სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

„წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში ზაჰესისა და ორთაჭალჰესის გაჩერებას გამოიწვევს. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად განხორციელდება. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა