„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - გიორგი ერმაკოვი კორუმპირებული მმართველი იყო და ეს დადასტურდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ. ოპოზიციის წევრებმა აჭარაში 21 განუხორცილებელი პროექტი ბათუმის მერიის შენობასთან მიიტანეს და განაცხადეს, რომ ისინი კორუფციაზე ბათუმის ყოფილ მერის გიორგი ერმაკოვის მმართველობის დროს ღიად საუბრობდნენ.

მათი განცხადებით, ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად მილიონობით ლარია მოპარული, თუმცა არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.

„21 პროექტი მოვიტანეთ, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა გამოიყო, თუმცა მაღალჩინოსნებმა იგი მოიპარეს. კორუფციაზე 2015 წლიდან აქტიურად ვსაუბრობდით. ბათუმის მერიაში ფულის სუნია და ეს სუნი ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა. გიორგი ერმაკოვი კორუმპირებული მმართველი იყო და ეს დადასტურდა. აქ ასი მილიონი ლარის პროექტი წარმოვადგინეთ და ეს ფული ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოიპარეს",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

"ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ერმაკოვი კორუმპირებული მმართველი იყო და ეს დადასტურდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს