„ნაცმოძრაობის წევრი“ - "ფუკასავით” აგვაცალეს ცხვირწინ ბათუმის მთელი მერია

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, გუშინ ბათუმელებს მერიის ხელმძღვანელობა „ფუკასავით“ ააცალეს, რასაც ქალაქი არ იმსახურებს.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ფუკასავით” აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ. ბათუმელები არ იმსახურებენ ამას. აიღეთ პოლიტიკური პასუხმგებლობა საკუთარ თავზე, რაც შეეხება ამ რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან მახინჯი სისტემის მსხვერპლი, მე საკრებულოს წევრი ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პირადად ვიღებ ამ ადამიანებზე ვალდებლებას და ვუდგები ნაწილს თავდებში", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წევრების განცხადებას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

„ვინ არის დამნაშავე ან უდანაშაულო, დაველოდოთ გამოძიებას. დადგა დრო, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთათვის კანონი უზენაესია და ერთი და ორი ადამიანის ხუშტურებით არ იმართება ქვეყანა", - განაცხადა სულიკო თებიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში