საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციასთან დაკავშირებულ პროცედურას და ბიუროს მიერ დამტკიცებულ გამომსვლელთა გრაფიკს აპროტესტებს

საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციასთან დაკავშირებულ პროცედურას და ბიუროს მიერ დამტკიცებულ გამომსვლელთა გრაფიკს აპროტესტებს.

პარლამენტის პლენარული სხდომა სწორედ ამ თემაზე კამათით დაიწყო. დეპუტატების შეფასებით, არასწორად ხდება ინტეპელაციის დროების განსაზღვრა, როცა ინტერპელაციის დრო კითხვების რაოდენობის მიხედვით იყოფა.

ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები გამოსვლის დროის გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერპელაცია ყოველგვარ აზრს კარგავს.

“ძალიან უცნაურად გამოიყურება, როცა პარლამენტის წევრს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად 1.30 წუთი აქვთ - იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მოსულ პრემიერ-მინისტრს ჯამში 7.30 წუთი აქვს. ეს ძალიან უხერხულია და ინტერპელაცია აზრს კარგავს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის აზრით კი, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ ინტერპელაციაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სპეციალურად დაიბარა, რათა გამომსვლელთა დრო შემცირებულიყო.

გოგიჩაიშვილმა ინტერპელაციაზე მიწვეულ მამუკა ბახტაძეს მოსთხოვა გაგზავნილ კითხვებზე პასუხების გარდა პანკისის მოვლენებზე, ეკონომიკის მინისტრის მოხსნასა და ახლის დანიშვაზე, ასევე ფოთის პორტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა