რომან გოცირიძე - გამოსავალი მარტივია: ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც უკვე ექსტრადირებულია, სასჯელად განუსაზღვრონ, რომ ნუკრი ქანთარიამ  6 თვე ატაროს

არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს მიხეილ სააკაშვილს და არც ამათ უნდათ, რომ მიიღონ, -ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

რომან გოცირიძემ პროკურატურას გარკვეული სახის რჩევაც მისცა.

"მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მინდა, პროკურატურას ვურჩიო, ხომ იცით, რომ სასაცილოა ეს ფაქტი. არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს მიხეილ სააკაშვილს არც ამათ უნდათ, რომ მიიღონ. ამიტომ, მარტივი გამოსავალი არის რომელიმე ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც უკვე ექსტრადირებულია, მიუსაჯონ და სასჯელად განუსაზღვრონ, რომ ატაროს ნუკრი ქანთარიამ ექვსი თვე. ამით ეს პრობლემა გადაიჭრება", -განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა