1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, “თიბისი“ პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას“ მე-6, საბავშვო პავილიონში „თიბისი“ პატარა მკითხველებს მასპინძლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ "თიბისის" კუთხეს.

1-ელ ივნისს კი "თიბისი" ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:

11:00 და 12:00 საათზე - მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.

12:00-13:00 საათზე - ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში.

13:00-14:00საათზე - სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე“

14:00-15:00 საათზე - ფინეთი - ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში - ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.

15:00-16:00 საათზე - შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?

16:00-16:45 საათზე - ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.

17:00-18:00 საათზე - ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.

18:00-19:00 საათზე თამაში „100 წელი“ – „თიბისის“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.

წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“ 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს,

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს