ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა