დედაქალაქმა კონფერენციას სახელწოდებით „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტვით შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე. მათი ინფორმაცით, ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად დაწყებული ახალი პროექტის - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერი პირებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობითვე, კონფერენციის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროექტების, ღონისძიებების განსახორციელებლად ეთნიკურ უმცრიესობებში სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის, წიგნიერების ხარისხის ამაღლების, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.