გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს, 12:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დაბა ზაჰესში, მუხათგვერდში და სოფელ დიღომში.

ამასთან, 3 ივნისს 06:00-დან 09:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება მომხმარებლებს ქ. მცხეთაში რუსთაველის, წერეთლის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, არმაზი. ხოლო 12:00დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, წილკანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო