1 ივნისი გორში გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გართობისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ სტუმრებს 11:00 საათიდან უმასპინძლებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები, რომლებიც პატარებს სურვილის შემთხვევაში სახესაც მოუხატავენ.

„დღის ბოლომდე გაიმართება კონცერტები საბავშვო ბაღების აღსაზრდელების, ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. მოეწყობა გამოფენები, საბავშვო ბაღების კუთხეები, გაიმართება სპორტული აქტივობები.

გარდა ამისა, ხვალ „ახალბაღში“ ბავშვებს თოჯინების თეატრის სპექტაკლების ნახვისა და ასფალტზე ხატვის აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ,“-აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, გორის მერია 1 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა“ და „სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“, ასევე კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის, საზოგადოება „ბილიკის“, სარეაბილიტაციო ცენტრ „იავნანასა“ და სკოლა „თამარიონის“ მხარდეჭირით მართავს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი