აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად  კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ხელმეორე კენჭისყრითაც ვერ აირჩიეს. კანონის მიხედვით, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და განმეორებითი კონკურსი გამოცხადდება.

კენჭისყრის მიხედვით, ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ხოლო ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ თითო ხმა მიიღეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა. კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში ბორდის წევრებს პრიორიტეტები და გეგმები წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს. დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა მეორეჯერ ჩატარდა, რადგან კანდიდატებმა საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ მიიღეს.

ბორდის მორიგი სხდომა 3 ივნისს გაიმართება.