რუსთავის მერმა სამხედრო მოსამსახურეებს ალექსანდრე ჯანიაშვილს,  გიორგი მუსელიანსა და  დავით კვიწინაძეს ხანძრის დროს გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს - კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს შეხვდა.

რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქის მერმა ჯარისკაცებს რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძრის დროს გამოჩენილი გმირობისთვის, მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ტაბაღუამ სამაგალითო საქციელისთვის სამხედროებს მადლობის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

,,მინდა გითხრათ, რომ ალბათ ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის ვალია გააკეთოს სიკეთე და გადადგას ის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც გმირობის ტოლფასია. ადამიანი ყოველთვის თავისი მოქმედებებით უნდა ანეიტრალებდეს, არა მარტო მსგავს სიტუაციას, არამედ უფრო რთულ სიტუაციასაც. ამ ახალგაზრდა სამხედროების საქციელი ნამდვილად სამაგალითო გმირობის ტოლფასია და მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ, 26 მაისს, გამთენიისას, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, პოლიციელებთან და მეხანძრეებთან ერთად, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო