ალექსანდრე თვალჭრელიძე  - რაც მეტ ალტერნატივას შევქმნით და მეტ კონკურენციას წარმოვშობთ, მით უკეთესი იქნება ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, დიდი ხმაური მოჰყვა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 2 მაისს გაცემულ ნებართვას და შემდგომ ამავე ნებართვის გაუქმებას და „დამნაშავის“ დასჯას.

ამ თემაზე მსჯელობისას ყველა საუბრობდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების გაუგებარ და ორაზროვან დამოკიდებულებაზე.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ფოთსა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობებთან დაკავშირებულმა უკანასკნელმა ხმაურიანმა ისტორიამ?

- მართალი გითხრათ, აბსოლუტურად არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი ამ პროექტთან დაკავშირებით და რითი უშლის ფოთის ღრმაწყლოვანი პირსი და არა პორტი, რომელიც დიდი ხანია უკვე აშენებულია, ანაკლიის პორტის მშენებლობას?

რატომ გვინდა, რომ ანაკლიის პროექტი ექსკლუზიური იყოს? რატომ გვეშინია კონკურენციის?

ჰავრის პორტს, ვთქვათ, ნანტის პორტის ხომ არ ეშინია. რატომ ჩნდება ასეთი შიშები ჩვენს ქვეყანაში? ... ხომ არა გვაქვს საქმე პოსტ-კომუნისტური მენტალიტეტის გადმონაშთებთან?

რაც მეტი პორტი იქნება საქართველოში, სწორი სახელმწიფო მართვის პირობებში დაინტერესებულ მხარეებს მეტ ალტერნატივას შევთავაზებთ, თუკი, რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია აბრეშუმის გზის კონცეფციას რეალური ხორცი შევასხათ და გავხდეთ რეალური სატრანსპორტო ჰაბი. ყულევის ტერმინალის მენეჯმენტს ხომ არ აუტეხია განგაში არც ანაკლიის და არც ფოთის პროექტებთან მიმართებაში.

მაგალითად, ჰავრის პორტს, ვთქვათ, ნანტის პორტის ხომ არ ეშინია. ორივეს აქვს თავის პროფილი, თავისი კომერციული ნიშა და თავისი საბაზრო სეგმენტი. მაშინ, რატომ ჩნდება ასეთი შიშები ჩვენს ქვეყანაში?

ხომ არა გვაქვს საქმე პოსტ-კომუნისტური მენტალიტეტის გადმონაშთებთან? და ხომ არ გვაქვს პრეტენზია რომ ჩვენ, პროექტის შემსრულებლები, გავხდეთ ჩაუნაცვლებლები და ამით მეტი ფასი შევძინოთ ჩვენ პიროვნულობას?

„დამნაშავე“ კი არ უნდა დავსაჯოთ, არამედ, პირიქით, წავახალისოთ კიდეც. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი თავდაყირაა როგორც მენტალური, ასევე ორგანიზაციული თვალთახედვით

ასე, რომ მე ვთვლი, რაც მეტ ალტერნატივას შევქმნით, რაც უფრო მეტ კონკურენციას წარმოვშობთ, მით უკეთესი იქნება ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

ამიტომ, „დამნაშავე“ კი არ უნდა დავსაჯოთ, არამედ, პირიქით, წავახალისოთ კიდეც. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი თავდაყირაა როგორც მენტალური, ასევე ორგანიზაციული თვალთახედვით.

- მედიაში ექსპერტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ანაკლიის კონსორციუმს ვაშინგტონი უჭერდა მხარს და ამ პროცესებიდან ვაშინგტონისვე მოთხოვნით პეკინი ამოვარდა.

მაგრამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას ჩვენმა ხელისუფლებამ პეკინს თანხმობა განუცხადა მონაწილეობა მიეღო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში.

ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სასამართლოს გზით შეეცდება ანაკლიის კონსერციუმისათვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე უფლების ჩამორთმევას, რის შემდეგაც ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგება.

იმავე დამკვირვებელთა აზრით, ჩინეთი ფოთის პორტის მშენებლობაში არა თუ გაურკვეველი, არამედ რუსული ფულით მიიღებს მონაწილეობას და მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად იქნება გათვალისწინებული მოსკოვის ინტერესი. თუ მართლაც ასე განვითარდა პროცესები, სავარაუდოდ, რა პოლიტიკური, ეკონომიკური და პერსპექტივაში თუნდაც სამხედრო შედეგებით დასრულდება იგი საქართველოსათვის?

- ვთქვათ, ფოთის პორტის პროექტი განხორციელდა, განხორციელდა ჩინეთის მონაწილეობითა და, ნაწილობრივ, რუსული ფულით. ამიხსენით, გარდა კომერციული ინტერესისა, როგორ იქნება გათვალისწინებული რუსეთის სახელმწიფო ინტერესები? მენეჯმენტი იქნება რუსული? მითხარით, ვისი მენეჯმენტია თელასში? თუ, ვთქვათ, არემჯი-სა და ენგურჰესზე? დაგვავიწყდა უკვე?

ლიბერალური ეკონომიკური მოდელის პირობებშიც ხელისუფლებას აქვს კონტროლისა და სახელმწიფო მართვის ქმედითი და ეფექტური ბერკეტი. ეს ლიცენზირების სისტემაა

ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ან ვართ ლიბერალური ეკონომიკა და მაშინ ნებისმიერი ინვესტორი ინვესტორია, ან კიდევ ვართ დახურული ტიპის სახელმწიფო, ტოტალიტარული მართვის ელემენტებით და მაშინ პარტნიორები შერჩეულ უნდა იქნას პოლიტიკური ნიშნით.

მაგრამ, გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ლიბერალური ეკონომიკური მოდელის პირობებშიც ხელისუფლებას აქვს კონტროლისა და სახელმწიფო მართვის ქმედითი და ეფექტური ბერკეტი. ეს ლიცენზირების სისტემაა.

ხიფათი არსებობს, მაგრამ ეს ხიფათი არა ჩინეთის ჩართულობაში, არა რუსულ თუ ამერიკულ ინვესტიციებში, არამედ ჩვენი ხელისუფლების პროფესიონალიზმსა და ეფექტურობაში ძევს

მთავრობას კანონით მინიჭებული აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში აქციონერებს წაართვას მართვის უფლება და დროებითი მმართველი დანიშნოს.

მართალი გითხრათ, ხიფათი არსებობს, მაგრამ ეს ხიფათი არა ჩინეთის ჩართულობაში, არა რუსულ თუ ამერიკულ ინვესტიციებში, არამედ ჩვენი ხელისუფლების პროფესიონალიზმსა და ეფექტურობაში ძევს. გაიხსენეთ „კავკასიური ცარცის წრის“ საპროგრამო ლოზუნგი - „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!“.

- ვინაიდან ლარის გაუფასურების თემა აქტუალურ საკითხად რჩება, მას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით იმგვარ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, როგორც გარდამავალი ეკონომიკის 80 ქვეყანში ტარდება და საგანგაშო არაფერია.

ლადო პაპავა თვლის, რომ ლარის კურსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას თარგეთირების პოლიტიკის წარმოებისას არ გააჩნია უნარი და მზაობა წინააღმდეგობა გაუწიოს სსფ-ის აშკარა შაბლონურ მონეტარულ პოლიტიკას.

თქვენი აზრით, ეროვნულ ბანკმა ბანკმა სავარაუდოდ რა შეიძლება შესთავაზოს სსფ-ს, რომ ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული თარგეთირების მონეტარული პოლიტიკა ლარის მიმართ შაბლონური არ იყოს, რაც ლარის სიმყარეზე აისახება?

- ბატონ ლადოს ვეთანხმები - შაბლონური პილიტიკა ცუდია, ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკა უნდა გავატაროთ.

მეჩვენება, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მესვეურები მხოლოდ სსფ-ს „დირექტივების“ ყურმოჭრილი შემსრულებლები არიან

თავის დროზე, 2012 წელს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ ხელისუფლება ქართულ რეალობაზე დაფუძნებულ პროევროპულ პოლიტიკას გაატარებს. მომეწონა ეს სიტყვები, მაგრამ ისინი ლოზუნგად დარჩა და მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის ქმედებებში რეალურ ასახვას ვერ პოულობს.

მეტიც, მეჩვენება, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მესვეურები მხოლოდ სსფ-ს „დირექტივების“ ყურმოჭრილი შემსრულებლები არიან.

ისე კი, როგორ უნდა გამყარდეს ლარი არაერთ ინტერვიუში, მათ შორის - თქვენთან, დეტალურად განმიხილავს და ეხლა განმეორებას აღარ დავიწყებ.

- ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ლარის რყევების უმთავრეს მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ საქართველოში ფულის მასა ეკონომიკის მოცულობაზე 5-ჯერ ნაკლებია.

სხვა ექსპერტებიც საუბრობენ იმაზე, რომ ფულის ბაზარი ლარის ანემიას განიცდის, მაგრამ ეს კოეფიციენტი დასადგენია და ეს საკითხი ეროვნულმა ბანკმა სსფ-სთან უნდა განიხილოს. თუ ეს ასეა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ რატომ არ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი?

- ასეთი ლოგიკის არ მესმის. ლარის მასა მცირე რომ იყოს, მაშინ ლარი გამყარდებოდა მასზე მზარდი მოთხოვნის გავლენით.

კვლევის ჩატარება შემიძლია, მაგრამ ამაში ხელფასს არავინ მიხდის. ამაში ხელფასს უხდიან ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და დაე, შეასრულონ

ანალიტიკოსებმა დეტალურად უნდა გააანალიზონ დროის მოცემულ მონაკვეთში ლარისა და და უცხოური ვალუტების მასების ფარდობა და ამ ფარდობის გავლენა ლარის კურსზე სტატრისტიკური მედელების შექმნის გზით.

მე ასეთი კვლევის ჩატარება შემიძლია, მაგრამ ამაში ხელფასს არავინ მიხდის. ამაში ხელფასს უხდიან ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და დაე, შეასრულონ მათ თავიანთი საქმე. თაგვები კატებმა და არა მოხალისეებმა უნდა დაიჭირონ.

- დავითგარეჯის საკითხი გასული დღეების ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო და იგი ასეთადვე რჩება. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ამ საკითხის გააქტიურებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბა.

თბილისსა და ბაქოს დავითგარეჯთან დაკავშირებით დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რომელთა შეჯერება უამრავ მიზეზთა გამო, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

პოლიტოლოგები, დიპლომატები და კონფლიქტოლოგები პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს ამ პრობლემის დაძლევის ოპტიმალური ვარიანტი?

- დავითგარეჯის პრობლება ეხლა კი არა, არამედ აგერ უკვე ოცდაცხრა წელია დღის წესრიგშია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან სენსიტიურია და ორი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას. სამომავლოდ ამ პრობლემის მოგვარების გადატანის პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის ლატენტური უთანხმოება შექმნა და კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანა.

მათ თავიანთი საქმე. თაგვები კატებმა და არა მოხალისეებმა უნდა დაიჭირონ

პრობლების მოგვარების მრავალი ალტერნატიული და ორივე ქვეყნისთვის მისაღები ვარიანტი არსებობს. აუცილებელია მხოლოდ ღრმა ანალიზი და ნოვატორული მიდგომების შემუშავება.

ასეთი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც არსებობდა და ყველა მხარის დაკმაყოფილებით გადაწყდა.

მაგალითად, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება საზღვრის დელიმიტაციაზე, შესაძლებელია სხვა ვარიანტის განხილვაც, ვთქვათ, ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსი ორმაგი მმართველობით ან მრავალი სხვა.

მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ დაზარალდეს. შეგვიძლია ერთ დღეს ამ პრობლემის შესახებ დეტალურად ვისაუბროთ.

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ნიჰილისტური განწყობები სჭარბობს. ეს რომ ასეა, ამას სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს.

19 მაისს ჩატარებულმა არჩევნებმაც დაგვანახა, რომ როგორც მედიაა პოლარიზებული, ისე საზოგადოებრივი განწყობებიც საკმაოდ პოლარიზებულია. 9 ივნისს მთაწმინდის ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება „ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „თავისუფალი დემოკრატებისა და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ორივე მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მთაწმინდის არჩევნები პრინციპულია. დამკვირვებლები ამ არჩევნებს ტესტადაც კი მოიხსენიებენ. თქვენი დაკვირვებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების შედეგებით, სავარაუდოდ, რა კითხვებზე მივიღებთ პასუხს?

- ვერც ვერავითარ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ. მთაწმინდაზე არჩევნები არმაგედონი არ არის. წლითა და ხუთი თვით გაჩნდება ახალი დეპუტატი, რომელიც იგივე უფლებებით ისარგებლებს, რაც მისი 149 კოლეგა. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი არჩევნების წაგება არ სურს, ხოლო ოპოზიციას, სადაც შეუძლია, იქ შებიჯება უნდა.

თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება საზღვრის დელიმიტაციაზე, შესაძლებელია სხვა ვარიანტის განხილვაც, ვთქვათ, ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსი ორმაგი მმართველობით ან მრავალი სხვა. მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ დაზარალდეს

რეალობაში ასეთი უალტერნატივო მიდგომა, როგორც მრავალჯერ აღვნიშნე, წარმოშობს ზიზღის ტალღას, რომლის გავლენითაც თანამემამულეს უცხოელი მტერი გვირჩევნია. ეს არაჯანსაღი, ავადმყოფური მიდგომაა.

მაგალითად, გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ არჩევნებში წაგებულს თავისი კონკურენტისთვის გამარჯვება მიელოცოს? ეს კი ხომ ჩვეული ევროპული პრაქტიკაა.

უფრო მეტიც. ჩვენ ევროპაში ძირმოჭმული მენტალიტეტით მივიჩქარით, რაც არარეალური და ზიანის მომტანია.

- იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოში გვირგვლიანის საქმის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი უვადოდ დაინიშნა. არადა გვახსოვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გვირგვლიანის საქმის მოსამართლეებზე, მურუსიძისა და გიგიტაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა.

თუ მთაწმინდაზე არჩევნებს ლადო კახაძე მოიგებს, ეს იმის ნიშანი ხომ არ იქნება, რომ მთაწმინდის ამომრჩევლებისთვის სასამართლოსა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობა არ აღელვებს?

- ზოგადად აინტერესებთ, მაგრამ აღელვება მოვა მხოლოდ მაშინ, როცა ეს პრობლემა პირადად შეეხებათ. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ პოლიტიკურად თუ სოციალურად გახმაურებული და მგრძობიარე პროცესების განაჩენი არა სასამართლო დარბაზში, არამედ კულუარებში, ჩარლზ სნოუს ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, „ძალაუფლების დერეფნებში“ წყდება.

მთაწმინდის არჩევნების შედეგებით ვერც ვერავითარ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ. მთაწმინდაზე არჩევნები არმაგედონი არ არის

საქმის მოგებას „ჩაწყობა“ ჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მიდგომა საერთოდ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, მურუსიძე თუ გიგიტაშვილი გაარჩევს მის საქმეს. განაჩენი ისეთი იქნება, როგორიც მმართველ ძალას სურს. მთავარია, მმართველ ძალას გაუჩნდეს საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის სურვილი.

ჩვენ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ მურუსიძემაც და გიგიტაშვილმაც სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ. მეჩვენება, რომ საქმე საბოლოოდ სწორედ აქამდე მივა

მე საკითხი სპეციალურად ერთგვარად გავაშარჟე მეტი სიცხადის შესატანად. სინამდვილეში, რასაკვირველია, არსებობს ასეთი სურვილების საწინააღმდეგო ქმედითი მექანიზმები და ისინი განვითარებულ საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორსა და ხალხის რისხვაში უნდა ვეძიოთ.

სხვა სიტყვებით, ჩვენ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ მურუსიძემაც და გიგიტაშვილმაც სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ. მეჩვენება, რომ საქმე საბოლოოდ სწორედ აქამდე მივა.

- უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა და ის კიევში ჩაფრინდა. უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებზე ბევრს საუბრობენ.

თუ კიევში ჩასული სააკაშვილი წარმატებით ჩაერთო უკრაინულ პოლიტიკაში, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?

ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილი ზელენსკის ოპოზიციაში გადავა

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როდის გადავა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ოპოზიციაში. ეს რომ საბოლოო ჯამში ასე მოხდება, ჩემთვის ეჭვგარეშეა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა