სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და შეახსენებს სახელმწიფოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და განსაკუთრებით გამოყოფს ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე - ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე - ძალიან სუსტია. ჩვენ ძალადობად არ მივიჩნევთ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის მთელ სპექტრს, სანამ ძალადობა წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და თვალსაჩინოდ დამაზიანებელი არ გახდება. ხშირად, არც მაშინ ვაცნობიერებთ, რა დგას ერთი მძიმე ფაქტის უკან. მეტიც - გარდა იმისა, რომ გვყავს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უკიდურესად მცირე რაოდენობა, კვლევამ გვიჩვენა, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა. არადა, ძალადობის ფენომენი, პირველ რიგში, სწორედ თავის მცირე და ადრეულ გამოვლინებებში უნდა დაიძლიოს. ეს არის ძალადობის პრევენციის ძირითადი პრინციპი.

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნელად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მომავლის საქმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვის ინტერესების დაცვის გაძლიერებისთვის მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა