რაჭის ტყეში უკვე მეექვსე დღეა მაშველები და პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი ტყეში სანადიროდ მარტო იყო წასული. არსებული ინფორმაციით, ტყეში ნაპოვნია მისი ნივთები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის ტყეში სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და პოლიცია ერთობლივად ატარებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"