ნათია თურნავა - „ეიპიემ ტერმინალს" აქვს უფლება ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალს" აქვს უფლება სამინისტროს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს. ამის შესახებ ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საფუძვლიანად აანალიზებენ 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განიხილავენ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

მინისტრის თქმით, „ეიპიემ ტერმინალი" არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი და ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკის განვითარებაში.

„ფოთის პორტიც უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ მის წვლილს. რა თქმა უნდა, უფლება აქვთ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, მათთან ურთიერთობა უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში. ყველა დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას. სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს, არც ჩვენს სახელმწიფოს და არც ეკონომიკის სამინისტროს.

ნებისმიერ ასეთ წინადადებას ჩვენ განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ანაკლიის პორტი ეს არის ჩვენი სტარტეგიული პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ კონტექსტში განვიხილავთ, ზოგადად ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტტურის განვითარებას და ლოჯისტიკის განვითარებას", - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა