პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს პარლამენტმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სუფთა ნაწილი და გვსურს, ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ცხოვრებაში და ძალიან დიდი ბედნიერება“, - მიმართა კობახიძემ პატარებს.

„პატარებისათვის საქართველოს პარლამენტის ეზოში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პარალელურად, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, პარლამენტის ეზოში სპეციალურად გამოყოფილი სივრცე გუაშით მოეხატათ. ნახატები პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის მიერ შემუშავებული სლოგანების მიხედვით შესრულდა, კერძოდ: „უკეთესი მომავლისათვის“, „დამიცავი დღეს“, „გაამწვანე გარემო“, „ცოდნას მივყავართ თავისუფლებისაკენ“, „ჯანმრთელობა კეთილდღეობის საწინდარია“ და სხვა.

ბავშვებისათვის თეატრალურმა დასმა „მეორე სახლი - 2“ სპექტაკლი- “წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ