ლევან დავითაშვილი - ჯავახეთის ზეგანის განვითარებას ვიწყებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის განცხადებით, ჯავახეთში მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, რომელიც ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას. მოხდება ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება, რათა მოსახლეობას წარმოების მეტი საშუალება მიეცეს. განხორციელდება ნაოსნობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომლებიც, საბოლოოდ, აბულის, ფარავნისა და საღამოს ტბებს დაცულ ტერიტორიებად აღიარებს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ეკოსისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას და არ გულისხმობს მოსახლეობისთვის სამეურნეო საქმიანობების შეზღუდვას. არსებული პროექტებით ვცდილობთ, მოსახლეობას დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა