ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს

რუსთავში, პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პარკში მისულ ბავშვებს, სხვადასხვა გმირების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები დახვდნენ, გაჟღერდა საბავშვო მელოდიები, გაიმართა მხიარული სტარტები, სახელწოდებით - ,,სპორტული ოჯახი“. მხიარულ სტარტებში გამარჯვებულებს, საჩუქრად ,,ჯინო-ფერედაის“ აბონემენტები გადაეცათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთანების ორგანიზებით, პარკში სასკოლო ასაკის ბავშვების გაცილებისა და დაჯილდოვების ღონისძიება და სპექტაკლი ჩატარდა. მოეწყო ილუზიონისტების შოუ, გაიმართა საბავშვო კონცერტი.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ მუზეუმში, ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა. გამოფენის მონაწილეებს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიგელები გადასცა.

„1-ელი ივნისი მიულოცა მერის მოადგილე გოჩა ლორიამ რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს. მერის მოადგილემ, ქალაქის ხელმძღვანელობის სახელით, ბავშვებს საჩუქრები მიუტანა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების №20 ფილილიაში, ორი ახლად რეაბილიტირებული ჯგუფი გაიხსნა. გახსნას, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი, ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, მშობლები და ბავშვები დაესწრნენ. №20 ფილიალის ერთ-ერთი ფლიგელის, ორივე სართულზე არსებული ფართი, თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ჯგუფების რეაბილიტაციის შედეგად, ბაღს დამატებით 80 ბავშვის მიღების საშუალება ექნება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა