ანა დოლიძე - ბოდიშების შეგროვების სეზონი მაქვს, ოქრუაშვილმა და გოგიჩაიშვილმა მომიხადეს, ახლა კობახიძეზე ვფიქრობდი

ბოდიშების შეგროვების სეზონი მაქვს, ოქრუაშვილმა და გოგიჩაიშვილმა ბოდიში მომიხადეს, ახლა კობახიძეზე ვფიქრობდი, მოვა დრო და შენც ბოდიშს მომიხდი-მეთქი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში 7VS1 განაცხადა.

დოლიძემ აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნება, თუ ბოდიშის მოხდის კულტურას დავამკვიდრებთ.

„საოცარი რაღაც ვიფიქრე ამას წინათ, რომ ბოდიშების შეგროვების სეზონი მაქვს. ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა შეურაცხყოფა მომაყენა, ამას წინათ, სიურპრიზად ბოდიში მომიხადა. ლევან გოგიჩაიშვილმაც ბოდიში მომიხადა. ახლა კობახიძეზე ვფიქრობდი, მოვა დრო და შენც ბოდიშს მომიხდი-მეთქი, თავისი განცხადებებით ამანაც ბოდიში უნდა მომიხადოს ერთი ხუთი წლის მერე-მეთქი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა