პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის“ მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება.

საწარმოს ხელმძღვანელობამ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომელთაგან - 2 მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ISO სერთიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850 000 დოლარია. მის ასაშენებლად კი, კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7500 კვადრატული მეტრი მიწა კომპანიას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.

პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს