საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ იწყება

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ სპექტაკლით "ჰეკაბე" ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 2 ივნისს, 17:30 საათზე, გაიხსნება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები 18 სპექტაკლს წარმოადგენენ, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია, ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა მამაკაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, მამაკაცის ეპიზოდური როლი.

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 2 ივნისიდან 20 ივნისის ჩავლით ჩატარდება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს