ნინო ბურჯანაძის განცხადებით,  ხელისუფლებაზე "ზეწოლა უნდა გაგრძელდეს", რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიან ბრძოლაში ჩვენი პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ბრძოლაში - უსამართლოშიც და განსაკუთრებით სამართლიანში, ჩვენ ძლიერები ვართ. აუცილებლად ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ,-ამის შესახებ პარტია "დემოკრატიულო მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მათი ამოცანაა საქართველოს ერთიანობა, სუვერენული სახელმწიფო, სადაც საზღვრები და ადამიანები არიან დაცული, რასაც ახალი, ეროვნული ხელისუფლება სჭირდება.

"ამ ყრილობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არის პარტია, რომელსაც უბრალოდ ვერ "გაკრიფავენ". ეს არის პარტია, რომელსაც ჰყავს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან და იციან, რომ ქვეყანა სტატუსკვოდან, სტაგნაციიდან და ჭაობიდან, რომელშიც დღეს არის, აუცილებლად უნდა გამოვიდეს და ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი. 2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ. ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ სამართლიანი და სწორია ჩვენი ბრძოლა. რაც შეეხება გაერთიანების მოწოდებას ოპოზიციისთვის, ეს ეხება მხოლოდ საარჩევნო გარემოს და არც ერთ სხვა საკითხს. აქ საუბარია, იმაზე, , რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იბრძოლოს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად, სამართლიანად და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხს არჩევანი არ წააართვას. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ მთავარი მოთხოვნის ირგვლივ ნამდვილად შეძლებს საერთო ენის გამონახვას, ხოლო მერე თითოეული პარტია, ბუნებრივია, ეცდება, რომ მოიკრიბოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია და უკვე შეგროვებულია 300 ათასი ხელმოწერა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით. ბურჯანაძის განმარტებით ხელისუფლებაზე "ზეწოლა უნდა გაგრძელდეს", რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა