ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილი გვაშინებს სააკაშვილის დაბრუნებით

ჩვენ ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ მივცემთ მათ საშუალებას, დაინახოს ალტერნატიული გზა და ძალა. ჩვენ მივცემთ საშუალებას, რათა კვლავ არ დარჩეს არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის,-ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ დილემის გადასაწყვეტად მარტო მათი ძალისხმევა არ კმარა და მნიშნველოვანია, რომ ამომრჩეველი თავად არ იტყუებდეს თავს და სწორი განსჯის, დასკვნების საფუძველზე იღებდეს გადაწყვეტილებებს.

„რამდენი წელია გვაშინებენ, რომ სააკაშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში და გვაიძულებენ არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ გავაკეთოთ! ადრე უკეთესობის იმედით ცოცხლობდნენ, ახლა კი იმის იმედით, რომ უარესი არ იქნებაო!

დიახ, ივანიშვილი გვაშინებს სააკაშვილის დაბრუნებით. მან შეგნებულად არ აღადგინა სამართლიანობა, შეგნებულად არ დასაჯა სააკაშვილი და გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ოპოზიციად ჰყოლოდა დისკრედიტირებული სააკაშვილი, ბოკერია და არა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები, მაგალითად, ჩვენი პარტიის სახით.

ბევრს არ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას აღარ აყვნენ ივანიშვილ-სააკაშვილის ამ თამაშს. ისინი ასულდგმულებენ ერთმანეთს. დავამთავროთ ეს თამაში, სააკაშვილი ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მას ამის რესურსი არა აქვს. ჩვენს მას არ მივცემთ ამის საშუალებას“,-განაცხადა ბურჯანაძემ

მისივე თქმით, საპრეზიდენტო და შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს არც ივანიშვილი უნდა და არც სააკაშვილი. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევანი გააკეთონ არა ვინმეს ჯიბრზე, ან ვინმეს წინააღმდეგ, არამედ კითხვაზე პასუხის გაცემით: „ვის შეუძლია საქმის გაკეთება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა. ვის არ მოუტყუებიხართ?“

„მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე პარლამენტმა შექმნა რეალური სამართლებრივი ბაზა საქართველოს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდასაქმნელად. სამწუხაროდ, ხშირად ეს კანონები ან სრულად იგნორირებული იყო ან უკუღმა სრულდებოდა.დიახ, ხელისუფლებაში მარტო ან მცირერიცხოვანი გუნდით მოსვლა არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი. ვინაიდან ჩვენ ხელისუფლება პირადი კომფორტისთვის კი არა, საქმის გასაკეთებლად გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობის იმ 70%-დან, რომელიც დღეს ნიჰილიზმშია ჩაფლული, დიდი ნაწილი საფუძვლიანი იმედით ავავსოთ.დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც სწორი გეზით წავიყვანთ ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ შეცდომების მწარე და წარმატების სიხარულიც ვიცით“,-განაცხადა ბურჯანაძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა