ბრიტანულ მედიაში აჭარაზე სტატიები და ბლოგები გამოქვეყნდება

ბრიტანელი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წამყვანი ბრიტანული ონლაინგამოცემების წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. რეგიონის ისტორიასა და წარსულს ჟურნალისტები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაეცნენ. გარდა ბრიტანელი ჟურნალისტების, მაისში რეგიონს მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები პოლონეთიდან, ისრაელიდან და ბელარუსიდან სტუმრობდნენ. უახლოესს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გერმანიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ელოდება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მოწვევით1000-ზე მეტი ბლოგერი, ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახონ ის ტურისტული პროდუქტები, რასაც ვთავაზობთ პოტენციურ ტურისტებს რეგიონში სტუმრობისას. ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი ჩვენი კამპანიებისა, რადგან მილიონობით აუდიტორიაზე გადის ჟურნალისტების მიერ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო მედიატური დიდი ბრიტანეთიდან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობებს ევროპული ქვეყნებიდან, რადგან ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მეტი ევროპელი ტურისტი რეგიონში. წელს, პირველად გვემატება ჩარტერები სამი ევროპული ქვეყნის დედაქალაქიდან, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვასა და რეგიონის პოპულარიზაციას“, -აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო