სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,086,155.00 ლარია.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13 საათით მიეწოდება. სოფელში ათწლეულების წინ დამონტაჟებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული და მოძველებულია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურს, მოეწყობა მაგისტრალური წყალდენი და 698 ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება.

უწყების ცნობით, სოფელ მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა