რუსთავში ახალი გაზგამანაწილებელი სადგური აშენდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Forain Srl ასრულებს.

ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების საკითხებიც.

რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალ სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა