აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. იგი აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაია ხაჯიშვილი 2005 წლიდან განათლების სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ასევე ამავე უწყების შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველოფის დეპარტამენის ხელმძღვანელად მუშაობდა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილებებიც დააანონსა.

„მას გავლილი აქვს ყველა ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური მუშაობისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი თორნიკე რიჟვაძემ გაათავისუფლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო