ბორჯომის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის 25 სამედიცინო ეტლი გადაეცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის 25 სამედიცინო ეტლი გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინიციატივა „საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის და ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ეტლების დარიგება უკვე დაიწყო. მერი ლევან ლიპარტია, მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ბუბა ბერიძე და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ ხუციშვილი ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ და ეტლები პირადად გადასცეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, ეტლების დარიგება ივნისის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება და მერიაში, ეტლის მისაღებად, აქამდე შემოსული ყველა განცხადება სრულად დაკმაყოფილდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა