ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე - არ ვაპირებ ნანა კოსტავასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი - ფრაქცია შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას თუ ის

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში მუშაობას არ აპირებს და შესაძლოა, მან თავად დატოვოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები", რომელშიც ნანა კოსტავა ამ დრომდე რჩება. როგორც ნიკა ლატარიამ განმარტა, საკრებულოში კოსტავას გაშვების ბერკეტი არ აქვთ.

„საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო, გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა და ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, მე არ ვაპირებ, მასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი. ამ დღეებში ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ის. დანარჩენი ჰკითხეთ ნანა კოსტავას, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ერთ დღეს და მეორე დღეს ცვლის", - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, დეპუტატის გაშვების უფლებამოსილება მოსახლეობას აქვს და საზოგადოებამ უნდა უთხრას დეპუტატს უარი. რაც შეეხება კომუნიკაციას ნანა კოსტავასთან, ამბობს, რომ პარასკევის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ აქციების შემდეგ საკრებულოს შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სიძულვილის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს