პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კოდექსის მიზანია, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სახელმწიფო მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტური იმპლემენტაციის ხელშეწყობის გზით.

აღნიშნული კოდექსის მიღების შემთხვევაში, გარდა სამართლებრივი ცვლილებებისა განისაზღვრება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც სახელმწიფო უწყებებმა უნდა იმუშაონ. ამავდროულად მოხდება საზედამხედველო ფუნქციების გაზრდა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული მუხლის აღსრულების ეფექტურობას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული კოდექსი დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს