სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების - კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები - მწერების კვერცხდების ადგილები, ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის და გარემოსათვის. სულ 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.