ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა მოითხოვეს

ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია - „ნანა წადი“ - გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ უარი თქვას დეპუტატის მანდატზე.

აქციის მონაწილეების თქმით, უკეთესი იქნებოდა კოსტავას საკრებულო თავად დაეტოვებინა. აქციის ორგანიზატორებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც მოითხოვეს, სადაც თავიანთი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. აქციის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით თავმჯდომარის სახელზე განცხადებასაც დაარეგისტრირებენ.

დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვებაზე უარი თქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა