სიღნაღში დაბადების დღეზე მყოფ მეგობრებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 36 წლის მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ბოდბისხევში მოხდა.

მოკლული ბექა ჭაბაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჭაბაშვილს სასიკვდილო დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სიღნაღში დაბადების დღეზე მყოფ მეგობრებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო