ბათუმში მუსლიმი მრევლი რამზან ბაირამს აღნიშნავს

ბათუმში მუსლიმი მრევლი რამზან ბაირამს აღნიშნავს. მომლოცველები ბათუმის ორთა ჯამეში და ასევე აბაშიძის ქუჩაზეც შეიკრიბნენ, სადაც მეჩეთის აშენებას ითხოვენ. მორწმუნეები დღესასწაულამდე 30 დღის განმავლობაში მარხულობენ.

დღესასწაულზე მუსლიმი მრევლი წინაპრების საფლავებზე მიდის და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდება. მორწმუნეების თქმით, სადღესასწაულო ლოცვა დილით მზის ამოსვლის დროს ერთდროულად ყველა მეჩეთში სრულდება.

ბათუმის ორთა ჯამეში საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმმა მრევლმა ყურადღება აბაშიძის ქუჩაზე ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც გაამახვილა. მათი თქმით, ძველ ბათუმში არსებული ორთა ჯამე მომლოცველებს ვერ იტევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა