თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხუცუბანში 2,2 კმ. ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ღირებულება 1 034 000 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის სამუშაოებს განახორციელებს.

„მოეწყობა 15 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი და აშენდება 7 ახალი ხიდი. თორნიკე რიჟვაძე ხუცუბნის ცენტრის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 395 645 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა მწვანე ზოლი და შეიცვლება გარე განათების სისტემა. განახლდება რაგბის მოედანი და მოეწყობა 2 ახალი მოსაცდელი. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო