სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია - ალექსანდრე მოწერელიას საწვავის გამოყენების ლიმიტისთვის არა თუ არ გადაუჭარბებია, ლიმიტის ნახევარს ხარჯავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას, საწვავის გამოყენების ლიმიტისთვის, 1500 ლიტრისთვის არ გადაუჭარბებია. ამდენად, იმის თქმა, რომ საწვავი არამიზნობრივად ან არასწორად არის დახარჯული, არასწორია, - ასე ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას პრესსამსახური „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, IDFI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ ჯამში 132 ათასი ლიტრის საწვავი დაიხარჯა, ხოლო „სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუარეს“.

გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებით, ალექსანდრე მოწერელია არათუ ლიმიტს აჭარბებს, არამედ ამ ლიმიტის ნახევარს ხარჯავს.

„არსებული ლიმიტისთვის არცერთ შემთხვევაში არ გადაუჭარბებია ალექსანდრე მოწერელიას. როგორც კვლევაშია ნათქვამი და რეალურადაც ეს არის - 1500 ლიტრი, თუმცა მის მიერ დახარჯული საწვავის რაოდენობა წარმოადგენს 600-დან 800 ლიტრამდე, ანუ ნახევარს ხარჯავს არსებული ლიმიტის. ამდენად, იმის თქმა, რომ საწვავი არამიზნობრივად ან არასწორად არის დახარჯული, არასწორია. არათუ არსებულ ლიმიტს აჭარბებს, არამედ ის ამ ლიმიტის ნახევარს ხარჯავს. რაც შეეხება ამ დახარჯულს და მის მიზნობრიობას, გეტყვით, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთში შედის 9 მუნიციპალიტეტი, გარდა ამისა, მესტია დაშორებულია დაახლოებით მინიმუმ 140 კილომეტრით, თვითონ ცენტრიდან, ზუგდიდიდან, არის მაღალმთიანი რეგიონი და თქვენც ხედავთ ჩვენს აქტივობას, რომ გუბერნატორი არათუ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირასაც კი მუდმივად დაკავებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საქმიანი შეხვედრებით. ამდენად, სწორედ ის ოდენობა, 600-800 ლიტრი საწვავი ამ საქმიანობის განსახორციელებლად არის განკუთვნილი. დაახლოებით ამ ლიმიტის ნახევარს ხარჯავს სახელმწიფო რწმუნებული თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მას უწევს თბილისში ჩასვლაც მთავრობის სხდომებზე, ფაროსანასთან დაკავშირებით სხვადასხვა თათბირზე დასასწრებად , რაც დამატებით სიარულს მოითხოვს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გუბერნატორის პრესსამსახურში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა