სოფელ ქვემო ალვანში აქციაზე ხმაურია

სოფელ ქვემო ალვანში აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბის გაწმედას მოითხოვენ.

მათი თქმით, გზის გაწმენდა დროულად ვერ ხდება. აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. გივი მეტრეველმა შეკრებილებს განუმარტა, რომ ხვალ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემურ მონაკვეთებს გეოლოგების ჯგუფიც შეაფასებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საგზაო დეპარტამენტი გზის გაწმენდას არ ჩქარობს და ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ გზის გაწმენდა ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, რადგან მთაში ცხვრის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს