ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შერჩეულ 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერადი ინტესივობით გაეწევა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურეობის კომპლექსი.
აღნიშნული პროექტის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულთათვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, მათთვის შინ მოვლის სერვისის მიწოდებით. პროექტში ასევე ჩართული იქნებიან მოხალისეები, რომლებიც სერვის ჯგუფს დაეხმარებიან ბენეფიციართან გაწეულ საქმიანობაში.
პროექტს ტყიბულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ ევროკავშირის დაფინანსებით, ASB საქართველოს კოორდინირებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს.

























