რუსთავის მერის სახლი გაქურდეს

რუსთავის მერის სახლი გაქურდეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ე.წ. ხელის ტრაქტორი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.