ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. კამათის მიზეზი დეპუტატ ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვების მოთხოვნა გახდა.

საკრებულოს დეპუტატმა უმრავლესობიდან ალეკო ახალაძემ აქტივისტები ნანა კოსტავას ბულინგში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ნანა კოსტავამ არჩევნებში პარტია „ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი ხმა მოუტანა, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტები ყველა ერთად შეძლებენ. მისი თქმით, ის კოსტავასთან ურთიერთობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

მისი თქმით, გმობს ნანა კოსტავას პოსტს, თუმცა ამ თემაზე მხოლოდ მასთან ისაუბრებს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ალეკო ახალაძეს არაადეკვატური პოზიცია ჰქონდა.

დაპირისპირებამდე აქტივისტებმა დეპუტატებისგან ნანა კოსტავასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.

აქტივისტები საკრებულოდან ნანა კოსტავას გაშვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავამ პირველ ეტაპზე საკრებულოს დატოვების მზაობა გამოხატა, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, არ აპირებს ფრაქციაში მასთან ერთად მუშაობას და მისი კოლეგები იზიარებენ ამ პოზიციას, თუმცა არ აქვთ ბერკეტი, რომ ნანა კოსტავას საკრებულო დაატოვებინონ.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სიძულვილის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო