ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურს პარტიიდან ნანა კოსტავას გარიცხვაზე ესაუბრა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს რომ ნანა კოსტავა პარტია კონსერვატორებიდან გარიცხონ. ლატარიას თქმით, აღნიშნულის შესახებ ის უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გმობს ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას და დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მის ამ განცხადებას გუნდი ემიჯნება. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე და გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან პარტიის ლიდერები იმსჯელებენ", - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა