გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ძალისი, ვაზიანი, ქსოვრისი, მუხრანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, მიგრიაულთა, უძილაურთა, ჭორმეშავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.