ქუთაისის მერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ნანა კოსტავას შეხვდა და საკრებულოდან წასვლა გადააფიქრებინა

„პარასკევის შემდეგ მე ნანა კოსტავასთან კომუნიკაცია არ მქონია. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე იმ დღესაც, გუშინაც და დღესაც ვამბობ, რომ ვემიჯნები მის შეხედულებებს", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ „ინტერპრესნიუსთან“.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი ჭიღვარია ნანა კოსტავას შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა, ქუთაისის მერი აბსურდს უწოდებს.

„გუშინ დაიწყო აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, ვარაუდი იყო, რომ ეს იყო სწორედ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული და ამით დამტკიცდა, რომ ეს იყო მათი იდეა. რა თქმა უნდა ამას უარვყოფ და გეტყვით, რომ არ მაქვს უფლებამოსილებაც როგორც დარჩის, ასევე წადის თქმის“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა